საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს მომავალ კვირას გადმოეცემა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს მომავალ კვირას გადმოეცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კითხვარის მიღებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას გადმოგვეცემა. კითხვარის მიღებით ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის. საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის. იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 1-ელ აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს, ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ის, რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა