ირაკლი ღარიბაშვილი - არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო, მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან

მე არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო; მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, არესტოვიჩის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო სანდო ცნობა, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველამ უნდა მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ომის მალე დასასრულებლად ყველაფერი გააკეთოს.

„მე არ მინდა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან. ამიტომ ყველა განცხადების კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ კიდევ და კიდევ მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარული ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე და საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის და და უკრაინელი მეგობრების მიმართ. ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ 400-ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ დეკემბერში იცოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობას არ მიაწოდეს, რათა ყოვლისმომცველი ქაოსი არ გამოეწვიათ.

არესტოვიჩის განცხადებით, ეს გამოიწვევდა მოქალაქეების მასობრივ გაქცევას ქვეყნიდან, ხოლო 8-12 მილიონი ადამიანის ავტომაგისტრალებზე გასვლა ხელს შეუშლიდა სამხედრო ძალების პოზიციებზე გასვლას და დაეხმარებოდა კრემლს ე.წ. ბლიცკრიგის მოწყობაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა