ლოიდ ოსტინის განცხადებით, პუტინმა კიევის აღებაზე „სავარაუდოდ უარი თქვა“

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევის აღებაზე „სავარაუდოდ უარი თქვა“.

ოსტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე გადაიტანა ყურადღება.

Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, პუტინი „ფიქრობდა, რომ მას მართლაც შეეძლო უკრაინის და მისი დედაქალაქის სწრაფად დაპყრობა“, თუმცა, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განმარტა, რუსეთის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში შეცდა.

„ვფიქრობ, რომ პუტინი, სავარაუდოდ, უარს ამბობს იმაზე, რომ თავისი ძალისხმევა კიევის დასაპყრობად მიმართოს. ახლა ის კონცენტრირებულია უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილზე“, - განაცხადა ოსტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პენტაგონი ფოკუსირებულია იმაზე, რომ როდესაც ომი ახალ ფაზაში გადაინაცვლებს, უკრაინის ჯარისთვის შეიარაღების მიწოდება გააგრძელოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო