დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმირ პუტინის ორ შვილს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმირ პუტინის ორ შვილს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება აშშ-სთან „კოორდინირებული“ ძალისხმევის შედეგია, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე დააწესა სანქციები პუტინის ორი შვილის - კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას წინააღმდეგ.

BBC-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს, ეკატერინა ვინოკუროვას.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყანამ „სამიზნეში ამოიღო კრემლის შიდა წრის წარმომადგენელთა მდიდრული ცხოვრების წესი“, რის შედეგადაც მათ [პუტინისა და ლავროვის ქალიშვილებს] მოგზაურობა აეკრძალათ და ფინანსური აქტივები გაეყინათ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს