პრემიერ-მინისტრის მრჩეველი CIU-ს სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ადამიანის უფლებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე და უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სტუდენტებს საქართველოში მოქმედი ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, საკანონმდებლო ჩარჩო და სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტები გააცნო. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმოიხილა ის მიმდინარე სამართლებრივი პროცესები, რომლებიც საფუძვლად ედება ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფას.

შეხვედრის ბოლო ნაწილი აქტიურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სტუდენტების ჩართულობით განიხილეს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის პროცესი და სახელმწიფოს სამომავლო გეგმები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს