გიორგი ტყემალაძე - ჩვენ ვალდებულები ვართ, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ

თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით,“ ვალდებულები ვართ, ამ ადამიანების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის როგორც ტკივილის, ტრაგიკული დღე, ასევე დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე. ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ ადამიანების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ.

საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მან აღნიშნა, რომ საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისში 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად