ირაკლი ლექვინაძე ვაშინგტონში, ABA-ს საგაზაფხულო ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე სამუშაო ვიზიტით, ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) 70-ე საგაზაფხულო ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას უზიარებენ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან შემთხვევებს, მიღებულ შედეგებს, აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს, მიდგომებს, სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის გზებს, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და გაძლიერების მექანიზმებს განიხილავენ.

მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და სფეროს ექსპერტებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

„კონფერენცია, რომელსაც 65 ქვეყნიდან, 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრება 8 აპრილს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხმარებლის უფლებების დაცვას, საქართველოს ტერიტორიაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო განცხადებების განხილვა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. მისი მიზანი ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა