საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA-ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია

GITA-ს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ.

მათივე ცნობით, პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

„30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები:

ლინენის აპარატი - (ოზურგეთი) თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ლინენის აპარატი, რომლის პირველი საცდელი პროტოტიპი ოზურგეთის ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა, მოაგვარებს საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას დასუფთავების მიმართულებაში და ელექტრონიკისა და სხვადასხვა ტიპის სენსორების მეშვეობით დაითვლის სასტუმროებში არსებულ თეთრეულს მაქსიმალური სიზუსტითა და დროის მინიმალური დანახარჯით. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება სასტუმრო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური სიახლის შეტანა და მათთვის ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილება.

რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა- 3D საამქრო - (ოზურგეთი)-ქალაქ ოზურგეთში ნარჩენების გადამუშავების შედეგად შეიქმნება მაღალი კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროდუქტები, რომელსაც სამშენებლო თემატიკა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი აერთიანებთ. 3D საამქროში განთავსდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწნეხი და დასაყალიბებელი დანადგარი. აღნიშნული დანადგარების გამოყენებით შესაძლებელი გახდება ნარჩენებისგან შეიქმნას მაღალი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქტები.

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

GOODTOURS - ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი ფერმა რანჩოს აშენება და მასში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. ნატანებსა და შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აგრარულ სექტორში ახალი, ალტერნატიული, ეკოლოგიური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და რეკლამირება. მწვანე ეკოშენობებში, ენერგო-დამზოგავი სისტემების გაცნობა-გაზიარება, ამ თემებზე ფასიანი ტრენინგების, ვორქშოპებისა და სემინარების გამართვა საცხენოსნო სკოლის დაარსება. წარმოებული პროდუქტით ჩამოსული სტუმრების კულტურული, სპორტული სამოგზაურო, აგრო- და გასტრონომიული ტურებით მომსახურება. რეგიონში დაინერგება აგრარული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ეკოლოგიური, ენერგოეფექტური ნაგებობების პროექტირებისა და აშენების პრაქტიკა ადვილად ხელმისაწვდომი, ადგილობრივი, იაფი ორგანული მასალით. ამას გარდა რეგიონის კვების მრეწველობაში გაჩნდება უნარჩენო წარმოების ახალი ტექნოლოგიური სისტემა და დაინერგება სასმელი და ტექნიკური წყლისების ტექნოლოგია.

PV Greenhouse- SOLAGRO (ხიდისთავი, ჩოხატაური) - პირველი ფოტოელექტრული სათბური საქართველოში, რომელიც ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოიყვანს როგორც აგრო პროდუქციას, ასევე აწარმოებს და გაყიდის ელექტროენერგიას. პროექტი აერთიანებს ერთ სისტემაში ორი სხვადასხვა სფეროს განვითარებას - სოფლის მეურნეობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებებს. PV Greenhouse ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას და ტექნოლოგიების დანერგვას სასათბურე მეურნეობის წარმოებაში, რომლის განხორციელებაც გარკვეულწილად აღმოფხვრის აგროპროდუქტის (ძირითადად ბოსტნეული) დეფიციტს ბაზარზე (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში), გააიაფებს პროდუქტის წარმოებას და შექმნის უფრო სტაბილურ გარემოს აგროკულტურების მოსაყვანად.

ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს