ევროპალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ევროპალატის დირექტორთა საბჭოს მიერ გამართულ სხდომაში, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების ეკონომიკური გავლენა ევროპისა და ევროპალატის წევრ ქვეყნებზე, ასევე ევროკავშირის, მეზობელი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპალატისა და მისი წევრი ქვეყნების როლის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით, ასევე, ერთობლივ ინიციატივებს ომის შედეგად დაზარებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

შეხვედრისას, ასევე, განიხილეს ევროპალატის 2022 წლის ბიუჯეტი, ევროპალატის წესდებასა და პროცედურულ ნორმებში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის წარდგენაც ევროპალატის რიგით 131-ე გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება“,-აღნიშნულია სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო