ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს, საელჩოს პირველ მდივან ანარ რასულოვსა და მესამე მდივან რამელ ლატიფოვს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველი, თეოდორე (ჭუაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის საკითხები. ასევე, მემორანდუმების შესაძლო გაფორმების საკითხი რელიგიის სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტს შორის. ასევე, ამავე კომიტეტთან არსებულ ღვთისმეტყველების ინსტიტუტსა და საქართველოს სასულიერო აკადემიას შორის.

აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები გამორჩეულ ხასიათს ატარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, მუბარიზ გურბანლს ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა