ბადრი ჯაფარიძე - საჭიროა, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება და შეიზღუდოს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთი ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გატარება, რომელიც სანქცირებულია

საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება და შეიზღუდოს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთი ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გატარება, რომელიც სანქცირებულია და აკრძალულია ევროკავშირის მიერ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ეს, აუცილებლად აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებით და დამარცხებით დასრულდება.

„არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ ეს სანქციები, რომლებსაც მუდმივად იღებს ევროკავშირი და შეერთებული შტატები, არ მოიტანს სასურველ შედეგს და სასურველი შედეგი არის აგრესორი სახელმწიფოს დასუსტება. ჩვენ ვხედავთ უკვე აგრესორი სახელმწიფოს პროპაგანდისტების გამოსვლებშიც კი, რომ ისინი ძალიან სუსტად გრძნობენ თავს. რაც უფრო დრო გავა სანქციები კიდევ უფრო ეფექტურად იმოქმედებს აგრესორის დასუსტებაზე, ეს არის სანქციების ამოცანა და ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ვინც საუბრობს, რომ სანქციებს და შეზღუდვებს შედეგი არ აქვს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რასაც ვაკვირდებით და ეს აუცილებლად დასრულდება აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებით და მისი დამარცხებით.

მოგახსენებთ, ჩვენ როგორ ვხედავთ იმას, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს ფორმალურად. საკმარისია ერთმა სანქცირებულმა პირმა, ან იმ ორგანიზაციამ, ან კომპანიამ რომელზეც ვრცელდება სანქციები, საქართველოში მოღვაწეობა დაიწყოს, რომ სანქციები გავრცელდება ჩვენს ქვეყანაზეც - ეს არის გარდაუვალი, ამიტომ იმისათვის, რომ გამოირიცხოს ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი მეგობრების მხრიდანაც, რომ შესაძლოა, საქართველოს გავლით ორმაგი დანიშნულების ტექნიკური აღჭურვილობა გადადიოდეს, ასეთი ტიპის ეჭვები რომ გამოირიცხოს, საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება და შეიზღუდოს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთი ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გატარება, რომელიც სანქცირებულია და აკრძალულია ევროკავშირის მიერ. დღეისათვის ასეთი ფორმალური გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ეს სწორედ, არის იმის რისკები, რომელსაც ხედავენ ჩვენი მეგობრები“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა