ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პარლამენტს - რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია სასანქციო კოქტეილი, რომელსაც დაიმახსოვრებენ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია სასანქციო კოქტეილი, რომელსაც დაიმახსოვრებენ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს რკინიგზის სადგურზე, რისი მოწმეებიც არსებობენ და არის ვიდეო, რომელიც ფაქტს ადასტურებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სადგურში ადამიანები საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ, როდესაც რუსეთმა მასზე დარტყმა განახორციელა.

„რაში სჭირდებათ მათ ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ? რაში სჭირდებათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების დარტყმა? რატომ გახდა მსოფლიო ამ სისასტიკის მოწმე ბუჩასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის არმიამ გაათავისუფლა?“ - იკითხა პრეზიდენტმა.

მან ფინეთს კიდევ უფრო მეტი ლიდერობის დემონსტრირება სთხოვა ევროკავშირში, რაც მისი თქმით, დიდი წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლებიც გააჩნია ევროკავშირის ზოგიერთ პარტნიორს, ასევე მუდმივი ძლიერი ეფექტური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„საჭიროა ვიფიქროთ ევროპის დაცვაზე რუსეთის იარაღისგან. კიდევ როდემდე უნდა ახდენდეს ევროპა იგნორირებას რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს შემოღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ეს ვოლოდიმირ ზელენსკის უცხო ქვეყნის პარლამენტებისადმი 23-ე მიმართვაა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ