უკრაინის კულტურის სამინისტრო - იუნესკოს 46 წევრი ქვეყანა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომას ბოიკოტს გამოუცხადებს, ვიდრე მას რუსეთი ხელმძღვანელობს

იუნესკოს 46 წევრი ქვეყანა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომას ბოიკოტს გამოუცხადებს, ვიდრე მას რუსეთი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, კონვენციის მხარეებმა ღია წერილს მოაწერეს ხელი, რომლითაც უარს აცხადებენ მონაწილეობაზე, რომლის მიზეზიც არის რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სისტემატური დარღვევა უკრაინაში ომის დროს.

წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ შეუძლებელია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა ტარდებოდეს ყაზანში რუსეთის თავმჯდომარეობით, ვიდრე ეს უკანასკნელი არღვევს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას უკრაინაში.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიის გამართვა დაგეგმილი იყო რუსეთში, კერძოდ ყაზანში. უკრაინის კულტურის სამინისტრომ იუნესკოს მიმართა, სხდომა უკრაინის ქალაქ ლვოვში გადაიტანოს.

წერილზე ხელმომწერ ქვეყნებში შორის საქართველოც არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა