გია ვოლსკი - მინდა ჩვენი მესიჯი, ლიეტუვის პარლამენტმა, ჩვენმა კოლეგებმა საკმაოდ ჯანსაღად მიიღონ - საქართველოს რესურსი და ბერკეტი იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადოს, არ გააჩნია

საქართველოს არც გმირული ბრძოლა უკვირს და არც მსხვერპლი, რომელიც საქართველომ გმირულ ბრძოლაში არაერთხელ გაიღო და არავისთვის არაფერი დაუყვედრებია, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი პასუხი ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მიერ მიღებულ განცხადებაზე.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მოქმედებს ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები და ასევე, უკრაინის ინტერესები, “რომელიც საქართველოს ინტერესებთან ნამდვილად გადაჭდობილია“.

„მინდა ჩვენი მესიჯი, ლიეტუვის პარლამენტმა, ჩვენმა კოლეგებმა საკმაოდ ჯანსაღად მიიღონ. საქართველოს რესურსი და ბერკეტი იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადოს, არ გააჩნია.

რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო აგრესიას საკმაოდ ხისტი, მტკიცე და პრინციპული პოზიციით დაუპირისპირდა.

საქართველო აგრესიას დაუპირისპირდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სასამართლოში - მოიგო სტრასბურგის სასამართლო და ჰააგის ტრიბუნალი 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე. შეფასებულია და სანქციები გაცემულია კონკრეტული ადამიანების დასაკავებლად.

დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ლიეტუვამ ან არ იცის ან ნაკლები ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შეუძლია ლიეტუვის საგარეო კომიტეტს შეუთვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და მასზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ.

ცნობისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და უკრაინის მთავრობათა შორის დღეს არსებული ურთიერთობის გამო. როგორც ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მწუხარებას გამოთქვამენ იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ. მათივე შეფასებით, “ეს განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის ლიდერობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის“. ამასთან, ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „სასწრაფო მკურნალობის მისაღებად სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა