რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდი უწყება.

„საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს დაავალა, პასუხისგებაში მისცენ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ომის წარმოების წესების დარღვევის გამო, რომელიც ჩადენილია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და "როსგვარდიის" თანამშრომელთა მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლებმა ჩაიდინეს დანაშაული რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

„გარდა ამისა, მამულაშვილმა გაკეთა საჯარო განცხადებები მომავალში აწამონ და მოკლან რუსი სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული გვარდიის ჩრდილო-კავკასიის ოლქის ოპერატიული დანიშნულების ბრიგადის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსკოვში განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას, რომელიც სამხედრო ტყვეებს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა