ჯო ბაიდენმა კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის გამო, რუსეთი „საშინელ სისასტიკეში“ დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი „საშინელ სისასტიკეში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადანაშაულა მოსკოვი და განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა, მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციას ცდილობდნენ.

ამასთან, როგორც BBC-ი იუწყება, ბაიდენმა ასევე მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობას, ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი თხოვნის შესრულებისთვის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემისთვის.

შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო