ვოლოდიმირ ზელენსკი - მინდა, სლოვაკ ხალხსა და სლოვაკეთის პრემიერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რასაც ისინი ჩვენთვის, ომის განმავლობაში აკეთებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ვიზიტით მყოფ, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკ ხალხსა და პირადად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, უკრაინის მხარდაჭერისთვის და რეალური დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, სლოვაკ ხალხსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო არა მომავლისთვის, არამედ აწმყოსთვის, იმისათვის, რასაც ისინი ჩვენთვის, ომის განმავლობაში აკეთებენ. სრულად უჭერენ მხარს ჩვენს პოზიციას, რუსეთის დაგმობაში, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით", - განაცხადა ზელენსკიმ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხარდაჭერის დეტალებს ვერ გაამჟღავნებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიულად მნიშვნელოვანი დახმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა