აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის მიერ, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზაზე მიტანილი იერიში დაგმო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსეთის მიერ, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზაზე მიტანილი იერიში დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვუცხადო დაღუპულთა ან დაშავებულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის მთავრობის დაუსაბუთებელი და სასტიკი ომის გამო, საშინლად იტანჯებიან. ჩვენ, ამ უკანასკნელი სისასტიკით შეძრწუნებულები ვართ, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ გაკვირვებული, კრემლის მიერ, ადამიანთა სიცოცხლის ამაზრზენი უგულებელყოფით. ეს არის რუსეთის გაუმართლებელი, სასტიკი ომის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც უკრაინაში, უაზრო სიკვდილსა და ნგრევას თესავს. ასეთი ქმედებები ადასტურებს, თუ რატომ არ არის რუსეთი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი და ისინი ასევე აშშ-ის შეფასებებს აძლიერებენ იმის შესახებ, რომ რუსული ძალები, უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ჯალინა პორტერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს