პენტაგონი კრამატორსკში მომხდარ თავდასხმაზე - ეს იყო რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა, მათ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ, არადამაჯერებელია.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა და მის განსახორციელებლად მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, კრამატორსკში მომხდარი თავდასხმა რუსული სისასტიკის ნაწილია.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი