ვოლოდიმირ ზელენსკი - კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს, რაც აუცილებლად მოხდება

მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ უკვე დაგმო რუსეთის თავდასხმა კრამატორსკზე. ჩვენ ველით მტკიცე, გლობალურ პასუხს ამ ომის დანაშაულზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსად, ისევე როგორც ბევრი სხვა რუსული სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმა ტრიბუნალის ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს, რაც აუცილებლად მოხდება,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიო შეეცდება ყველაფერი დაადგინოს და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისროს.

„მსოფლიოს ძალისხმევა მიმართული იქნება ყოველი წუთის დადგენაზე.

ვინ რა გააკეთა, ვინ გასცა ბრძანება. საიდან გაჩნდა რაკეტა, ვინ გასცა ბრძანება და როგორ იყო დარტყმის კოორდინაცია. პასუხისმგებლობა გარდაუვალია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა