უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსული ჯარები ხარკოვზე შეტევის წინ გადაჯგუფებას ახორციელებენ

რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჯგუფდებიან და ხარკოვისკენ წინსვლას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა CNN-ს განუცხადა.

"ისინი გადაჯგუფდებიან ქალაქ იზიუმისკენ ბელგოროდის გავლით. შეჰყავთ დამატებითი ჯარი ბელგოროდში, რათა აანაზღაურონ დანაკარგები უკრაინაში. პირველ რიგში ხარკოვისკენ წინსვლას გეგმავენ. შეეცდებიან ქალაქი მარიუპოლის ბოლომდე აღებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდებიან წინსვლას კიევისკენ", - - განაცხადა კირილო ბუდანოვმა.

მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, უზრუნველყონ "ნამდვილად სერიოზული" სამხედრო მხარდაჭერა, რათა დაეხმარონ მას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მძიმე არტილერია, საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები.

„უკრაინას ნამდვილად სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა მძიმე შეიარაღებაში და ჩვენ გვჭირდება ის არა ხვალ, არამედ დღესვე“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა