ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბერლინში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე FRUITLOGISTICA 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ლურჯი ველი, შპს გეოფრეში, შპს აგრითაჩი და შპს ალფა მიერ წარმოებული პროდუქცია.

გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე კლასტერისა და სასწავლო- სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა.

„ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით ქართული კომპანიების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.

FRUITLOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ პლატფორმას. გამოფენას, ყოველწლიურად 70,000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 80 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,000-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა