უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღეს ათი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული

უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დღეს ათი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ქალაქი კერძო ავტომობილებითაც დატოვოს.

ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, გასული დღის განმავლობაში, 6 665 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან 5 158 ადამიანის გაყვანა მოხერხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს