გიორგი გახარია - ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, ვინც 9 აპრილს სიცოცხლე გასწირა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, რომლებმაც აქ სიცოცხლე გასწირეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა.

„9 აპრილს, ზუსტად ამ ადგილას, 33 წლის წინ ქართველებმა მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რა არის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და რაც მთავარია, ღირსების ფასი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, ერთიანობა და ღირსება. ამის შემდგომ უკვე ათწლეულებია საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ყოველთვის გვიწევს ამ თავისუფლებისა და ღირსების ბრძოლისთვის ფასის გადახდა. ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ გამარჯვება და ღირსება შესაძლებელია მიღწეულ იქნას მხოლოდ ერთიანობით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, რომლებმაც აქ სიცოცხლე გასწირეს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მარტო პრაგმატიზმით სადმე მივალთ, პრაგმატიზმი მიზნის, ღირსების და თავისუფლების გარეშე არსად არ მიგვიყვანს. თუმცა, დღეს, როდესაც მსოფლიო გამოწვევებითაა სავსე და ფაქტობრივად, უფრო მძიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ, გონიერებაა ის, რაც უნდა გვმართებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ხელისუფლებას, პირველ რიგში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს