ბადრი ჯაფარიძე - მტერს ყოველთვის უნდოდა, რომ ჩვენი სახელმწიფო შეერყია, ეს სურვილი არ განელებია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და უკრაინაში ეს ბრძოლა ახლა განსაკუთრებით მძაფრია.

როგორც ჯაფარიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მტერს ყოველთვის უნდოდა, რომ ჩვენი სახელმწიფო შეერყია, ეს სურვილი არ განელებია და ამიტომ ყოველთვის მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, რომელმაც თავი შესწირა ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, მის თავისუფლებას. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა ახლა განსაკუთრებით მძაფრია უკრაინაში, სადაც უკრაინელი ხალხი თავისი თვითმყოფადობისთვის, სახელმწიფოსთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ყოველდღიურად სწირავს თავს. ქართველი მებრძოლები, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან უკრაინელ დებთან და ძმებთან, აკეთებენ დიდ ქართულ საქმესაც, ამიტომ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. მტერს ყოველთვის უნდოდა, რომ ჩვენი სახელმწიფო შეერყია, ეს სურვილი არ განელებია. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ ყველა საფრთხისგან თავი დავიცვათ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს