ნინო ბურჯანაძე - 9 აპრილი თაობებისთვის არის დღე, რომელიც ერთნაირად გვიტოვებს ტკივილისა და სიამაყის განცდას

9 აპრილი, გვაერთიანებს განურჩევლად ყველა ქართველს. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს! - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, ეს დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს წაიშლება და არ წაიშლება არც ჩვენს მეხსიერებაში.

„ამ დღეს მთელი საქართველო ერთიანი ვიყავით, ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა- ნებისმიერ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვეპოვებინა თავისუფლება და თავისუფლება მოვიპოვეთ, თუმცა, 33 წლის შემდეგ, დღესაც უმნიშვნელოვანესი რჩება ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა, თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებების უზრუნველოფა. სამწუხაროა, რომ 9 აპრილის ჭრილობიდან ქართველს ერს სისხლი ისევ სდის. სამწუხაროა, რომ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ზეიმი შეუძლებელია მანამ, სანამ საქართველო დანაწევრებულია, სანამ არ მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ქვეყნის გაერთიანებას! მაგრამ ეს ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე გვეყოლება ხელისუფლება , რომელიც კი არ გვაერთიანებს, არამედ გვყოფს და ერთმანეთს გვაპირისპირებს, ქვეყნის ერთიანობის და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კი არ ზრუნავს, არამედ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის! ჩვენც ამის წინ აღდგომას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ ისეთი ერთიანები, როგორც 1989 წელს. რაოდენ სამწუხაროა, რომ 33 წლის შემდეგ, დღეს, სწორედ ეს ერთსულოვნება გვაკლია. თუმცა მაინც ღრმად მწამს, მოვა დრო და გვექნება ისეთი თავისუფალი და ღირსეული ქვეყანა, როგორზეც თაობები ოცნებობდნენ!- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო