ავსტრიის კანცლერი ზელენსკის  - ჩვენ უნდა გავაცნოთ ეს ომის დანაშაულები გაეროს და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოძიება უნდა დაიწყოს

ავსტრია სამხედრო კუთხით ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ უნდა დავეხმაროთ მათ, სადაც უსამართლობა და ომის დანაშაულებები ხდება, - ამის შესახებ დღეს ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ბლოკი მზადაა დააწესოს უფრო მეტი სანქცია. ნეჰამერი დღესვე ქალაქ ბუჩასაც ეწვევა, რომელსაც მან "ომის დანაშაულების ადგილი" უწოდა.

“ჩვენ უნდა გავაცნოთ ეს ომის დანაშაულები გაეროს და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ უნდა დაიწყოს გამოძიება და ებრძოლოს ამ დანაშაულებებს,” - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

ზელენსკიმ ნეჰამერს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ აქამდე მიიღო და კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა