ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი  უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის. ამის შესახებ ჯონსონმა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკის უდრეკი ლიდერობის, ისევე როგორც უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო პუტინის საზარელი მიზნები იშლება“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა, რომლის განცხადებასაც დაუნინგ სტრიტი აქვეყნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა