ბორის ჯონსონის შეფასებით, უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა

ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რათა უკრაინაში აღარასოდეს განხორციელდეს შეჭრა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და გავაგრძელოთ ყოველკვირეულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება“, - აღნიშნა ჯონსონმა.

პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება უარი თქვას რუსულ ქვანახშირზე, გაზზე და ნავთობზე.

„ის, რაც პუტინმა ჩაიდინა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, არის ომის დანაშაულები, რომლებმაც სამუდამოდ დააბინძურეს მისი და მისი მთავრობის რეპუტაცია“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო