გლობალური კამპანიის შედეგად, უკრაინელების მხარდასაჭერად,10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა

გლობალური ღონისძიებისა და კამპანიის „დადექი უკრაინისთვის” ფარგლებში, რომელიც მიზნად უკრაინელების დახმარებას ისახავს, დღემდე 10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

აღნიშნული კამპანია 26 მარტს ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ წამოიწყეს.

”ქვეყნების, კომპანიების და ხალხის სოლიდარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ შუქს წარმოადგენს ამ ბნელ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და როგორც კი ბომბები შეწყვეტენ ვარდნას, ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ ხალხს საკუთარი ქვეყნის აღდგენაში”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"იქნება ეს საკვები, წყალი, თავშესაფარი თუ სამედიცინო დახმარება - ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდში დგომას და გაგიწევთ დახმარებას, რომელიც ამ დროს გჭირდებათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო