სილვიო ბერლუსკონი ვლადიმერ პუტინზე - ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო, რა სამწუხაროა!

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებით „იმედგაცრუებული და შეწუხებულია“.

„არ შემიძლია და არც მინდა დავმალო, რომ ღრმად იმედგაცრუებული და შეწუხებული ვარ ვლადიმერ პუტინის საქციელით. მე ის 20 წლის წინ გავიცანი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო. რა სამწუხაროა!“- აღნიშნა ბერლუსკონიმ რომში, პარტია Forza Italia-ს საჯარო შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ უარყოფს.

„ბუჩასა და სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, ნამდვილი ომის დანაშაულების წინაშე მყოფი რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას“,- აღნიშნა იტალიის ყოფილმა პრემიერმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება