ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი ტოვებს მტკიცებულებებს მასობრივი საფლავებისა და მძევლების ცოცხალ ფარად გამოყენების შესახებ

ბრიტანული დაზვერვის უახლესი ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ დარჩა მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „არაპროპორციული თავდასხმის“, მასობრივი საფლავების, მძევლების ადამიანთა ფარად გამოყენების შესახებ.

„რუსეთის ჩრდილოეთ უკრაინიდან გასვლის შემდეგ დარჩა მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არაპროპორციული თავდასხმის შესახებ, მათ შორის მასობრივი საფლავების არსებობის, მძევლების ცოცხალ ფარად გამოყენების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანაღმვის, შესახებ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე მტკიცებით, რუსული ძალები განაგრძობენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას.

„რუსული ძალები განაგრძობენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას, რათა გამოიწვიონ მსხვერპლი, შეამცირონ საბრძოლო სულისკვეთება და შეზღუდონ უკრაინელების თავისუფალი გადაადგილება. რუსული ძალები ასევე აგრძელებენ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმას, რაც მაღალ რისკს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას,“- აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი