მექსიკის პრეზიდენტი - რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ ვეთანხმებით

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, მექსიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ ეთანხმება.

„არ ვეთანხმებით რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე ვართ“, - აღნიშნა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.

The Guardian-ი წერს, რომ ლოპეს ობრადორი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის მთავრობამ მხარი დაუჭირა გაეროს კენჭისყრას, რომელიც რუსეთს უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდებდა, ქვეყანამ თავი შეიკავა მონაწილეობა მიეღო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელმაც რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა