მედია - ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე საკუთარი ძალების მუდმივად განლაგებას გეგმავს

ნატო, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გადატვირთვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზე მოხდება, რომელიც ივნისში მადრიდში გაიმართება.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამჟამად ალიანსის 40 000 ჯარისკაცია განლაგებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა