ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის აგრესიის სამიზნეა მთელი ევროპა - ჩვენი გამარჯვების გვჯერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესია არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინით, რადგან „რუსეთის სამიზნეა მთელი ევროპა“.

ამასთან, ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რომ რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტზე სრული ემბარგო დააწესოს და უკრაინას დამატებითი იარაღი მიაწოდოს.

უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება იყო "კატასტროფა, რომელიც აუცილებლად ყველას დააზარალებს“.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში იკრიბებიან და უკრაინა მზად არის მკაცრი ბრძოლისთვის.

"ეს იქნება მძიმე ბრძოლა, ჩვენ ამ ბრძოლისა და ჩვენი გამარჯვების გვჯერა, მზად ვართ ერთდროულად ვიბრძოლოთ და ვეძიოთ დიპლომატიური გზები ამ ომის დასასრულებლად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს