საქართველოს 11-13 აპრილს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

11-13 აპრილს, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) წევრები საქართველოს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ისინი განიხილავენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთის მიერ უკაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში და შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მუშაობას.

11 აპრილს, 18:30, დელეგაცია სასტუმრო ,,მერიოტ თბილისში” პრესკონფერენციას გამართავს.

ქვეკომიტეტი შეხვდება საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს; საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისებს მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდება მისიის მუშაობას გამყოფი ხაზის გასწვრივ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

ლუკას მანდლი (Lukas MANDL), დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ,,ევროპის ხალხთა პარტია“ (EPP)/ავსტრია;

იოზას ოლეკასი (Juozas Olekas) - სოციალისტები და დემოკრატები(S &D)/ლიტვა;

ელენა იონჩევა (Elena Yoncheva) - სოციალისტები და დემოკრატები (S&D) /ბულგარეთი;

ლარს პატრიკ ბერგი (Lars Patrick BERG) - ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები (ECR)/გერმანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა