ბორის ჯონსონმა უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს კიევისკენ მიმავალი მატარებლით მგზავრობისას მადლობა გადაუხადა

ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მატარებელში არის გადაღებული.

ბრიტანეთის ლიდერმა უკრაინელებს „რკინის ხალხი“ უწოდა.

„მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ის ასევე გამოეხმაურა 2 დღის წინ ქალაქ კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

„ძალიან ვწუხვარ კრამატორსკში თქვენი ზოგიერთი კოლეგისა და მეგობრის დაკარგვის გამო. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, თანაგრძნობითა და სოლიდარობით თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს