14.07.2025 / 09:02
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი - რუსეთი იმედოვნებს, რომ "დიდი გამარჯვება" 9 მაისისთვის იქნება მიღწეული

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, პროტოკოლით პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტისას მასთან უნდა ყოფილიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის გახმაურება არ სურდათ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

”ჩვეულებრივ, პროტოკოლით მე თავად პრემიერთან უნდა ვყოფილიყავი უკრაინაში ასეთ ვიზიტზე, მაგრამ, რადგან გვინდოდა საიდუმლოდ შეგვენახა, ასე გადაწყდა, ძალიან ჩუმად” , - აღნიშნა პრისტაიკომ.

პრისტაიკოს თქმით, ყველაფერი მათ მოლოდინებს დაემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ საომარი ზონაა.

”პრემიერმა ეს ყველაფერი გააკეთა, როგორც თქვენ ნახეთ რკინიგზით, რაც საკმაოდ მოულოდნელი და ახალია მრავალი ერისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რატომ მოვიდა ჯონსონი და რა შედეგები მოიტანა - დახმარება, რომელსაც უკრაინა მიიღებს მისგან“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ "დიდი გამარჯვება" მათი გამარჯვების დღისთვის 9 მაისისთვის იქნება მიღწეული და ეს არის ეროვნული დღესასწაული, რომელიც 1945 წელს დიდი გერმანიის რაიხის დანებებას ეძღვნება.

„სიმბოლიზმი იყო საბჭოთა რუსეთის და ახლა არის დღევანდელი რუსეთის ბირთვი, ამიტომ ჩვენ ველით, რომ კიევიდან განდევნილი ძალები გადაჯგუფდებიან და მარაგდებიან და წავლენ სადმე უკრაინის აღმოსავლეთით ან სამხრეთით“ , - აღნიშნა ელჩმა.

პრისტაიკომ ივარაუდა, რომ "შემდეგი ბრძოლები" სავარაუდოდ სამხრეთით, ოდესასთან, მარიუპოლთან და აღმოსავლეთ რეგიონებში იქნება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ