სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე სიტუაციას სწავლობენ  და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე სიტუაციას სწავლობენ და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „განვითარების და დემოკრატიის ცენტრი“ ავრცელებს.

"ჩვენი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უკრაინას და მის გმირ ხალხს. ამ ურთულეს პერიოდში მნიშვნელოვანია მათ გვერდით ვიყოთ და ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და თავისუფალი სამყარო ყველაფერს აკეთებს მათ მხარდასაჭერად. ჩვენი აქ ყოფნა სიმბოლურია, გვინდა მკაფიოდ იყოს გამოხატული ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე და ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა. ჩვენ, აქ ვართ, უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე და ვდგავართ უკრაინის გვერდით", - განაცხადა „განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ პოლონეთ- უკრაინის „მედიკას“ საზღვრიდან.

მათივე ცნობით, „განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD), ფონდი „პროდემოსის“, სამოქალაქო მოძრაობა "შემოქმედის" და სექტორი 3-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის მანძილზე უკრაინელ დევნილებს მოხალისეობრივად დაეხმარებიან და ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა