დმიტრო კულება - გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით - ნატოს წევრი  რომ ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა

გერმანიამ და საფრანგეთმა „სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვეს, როდესაც უკრაინას 2008 წელს ნატოში გაწევრიანების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა.

"ჩვენ რომ ნატოს წევრი ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა", - დასძინა მან ამერიკულ ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით.

ეს არ არის გერმანია ან საფრანგეთი, რომელიც იხდის ამ შეცდომის საფასურს, ეს არის უკრაინა”, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა