დმიტრო კულება - რთულია ფიქრიც კი, დაჯდე იმ ადამიანებთან, ვინც ჩაიდინა ყველა სისასტიკე, მაგრამ თუ რუსებთან დაჯდომა დამეხმარება მინიმუმ ერთი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებაში, უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა

უკიდურესად რთული იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებზე ფიქრიც კი, ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო დარტყმისა და ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს ამერიკული ტელეარხის NBC-ის ეთერში განაცხადა.

„ძალიან რთულია იმაზე ფიქრიც კი, რომ დაჯდე იმ ადამიანებთან, ვინც ჩაიდინა ყველა ეს სისასტიკე და ომის დანაშაულები, რომლებმაც ასეთი საშინელი ზიანი მიაყენეს უკრაინას“, - აღნიშნა კულებამ.

"მაგრამ მე მესმის ერთი რამ - თუ რუსებთან დაჯდომა დამეხმარება მინიმუმ ერთი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებაში, როგორიც ეს ბუჩაში მოხდა, ან კიდევ ერთი თავდასხმა კრამატორსკში, მე უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, სულ მცირე 52 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიუპა და ათობით დაშავდა მას შემდეგ, რაც პარასკევს, 8 აპრილს რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა