გერმანიაში  პრორუსული აქციები გამართეს

600-მდე პრორუსმა მომიტინგემ 350-მანქანიანი ავტოკოლონით დღეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დემონსტრაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოკოლონა რუსეთისა და გერმანიის დროშებით აპროტესტებდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიაში რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციას.

გერმანიის პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრში კონტრ-აქციაც გაიმართა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად 700-მდე ადამიანი შეიკრიბა.

ჰანოვერის გარდა დემონსტრაცია გაიმართა ფრანკფურტშიც, სადაც ხალხი რუსეთისადმი მხარდაჭერის გამოსახატად შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების მსვლელობა დევიზით - „რუსულად მოლაპარაკე მოქალაქეების დევნისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ/ომის წინააღმდეგ“ მოეწყო.

ცნობისთვის, 2020 წლის სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში დაახლოებით 235,000 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, მაშინ როცა დაახლოებით 135,000 უკრაინის მოქალაქე აღირიცხებოდა ამავე ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე, თუმცა ომის შედეგად, დამატებით 300,000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა