მარინ ლე პენი - საფრანგეთს მოვაწესრიგებ

მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, მოუწოდა ფრანგ ხალხს მას მისცენ ხმა.

როგორც მან აღნიშნა, ის იქნება "სრულიად ფრანგი ხალხის პრეზიდენტი", თუ აირჩევენ მეორე ტურში და შეეხო ყველა იმ თემას, რომლებზეც მან არჩევნების წინ აწარმოა კამპანია, მათ შორის ფრანგული ღირებულებების აღდგენის, იმიგრაციის კონტროლისა და ყველას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით.

მან პირობა დადო, რომ „ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთს მოაწესრიგებს“.

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ხმების 28.1% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა 23.3%. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა