ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიის პოზიცია, ბოლო დროს, უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბოლო დროს გერმანიის პოზიცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბრის დროს განიხილეს, როგორ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა და როგორ უნდა გამკაცრდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

“ვესაუბრე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ომის დანაშაულში. როგორ უნდა გამკაცრდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აიძულონ რუსეთი მშვიდობა ეძიოს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ბოლო დროს გერმანიის პოზიცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რადგან ამ კურსს მხარს უჭერს გერმანელი ხალხის უმრავლესობა. მე მათი მადლობელი ვარ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა