სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრი სახითაა გამოხატული

საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრი სახით არის გამოხატული, ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული რეგიონების და რესურსების გათვალისწინებით, არ შეუძლია უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, ან ის გაუკეთოს, რასაც ევროკავშირი და ნატო აკეთებენ, თუმცა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ მორალური მხარდაჭერაც.

„საქართველოში არის განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს გამოხატული უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. ერთი რამ ძალიან ცხადად არის ნაჩვენები და ეს არის საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა. მე, როგორც პრეზიდენტი, წარმოვადგენ საქართველოს მოსახლეობის პოზიციას უკრაინის მიმართ და ეს არის სრული სოლიდარობა. ბევრი სახით არის გამოხატული სოლიდარობა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სიტუაციის, ოკუპირებული რეგიონების და რესურსების გათვალისწინებით, არ შეგვიძლია შეიარაღების მიწოდება, არ შეგვიძლია იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც ევროკავშირს და ნატო-ს შეუძლიათ, მაგრამ მორალური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია და მე ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა