სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი არ ცვლის სტრატეგიას: ბუჩა მიუღებელია 21-ე საუკუნეში, კრამატორსკი მიუღებელია 21-ე საუკუნეში

რუსეთი არ ცვლის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისკენ და ეს არის ის, რამაც დასავლური სამყაროს მობილიზება უნდა გამოიწვიოს, რადგან ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ასეთი სახის ომი მიუღებელია, ბუჩა მიუღებელია 21-ე საუკუნეში, კრამატორსკი მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამან უნდა გააერთიანოს ყველა ადამიანი, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს მსოფლიოში. ეს თქვენი, ჩემი საქმეა და ჩვენ ყველა ერთიანი ვართ ამ ღირებულებების დაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გზა, რომელსაც რუსეთი იყენებს მეზობელ ქვეყნებში შესაჭრელად, მსგავსია.

„მსგავსება არ არის ქვეყნების ზომებში, ქვეყნების რესურსებში. ის გამძლეობა, რომელსაც უკრაინა იჩენს, მიუხედავად რუსეთის სასტიკი აგრესიისა, არის ის, რაც აღგვაფრთოვანებს ყველას. ჩენი ქვეყნების ზომები ერთმანეთს არ შეედრება, მაგრამ ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელები უძღვებიან, არ არის მხოლოდ თავიანთი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეს არის ბრძოლა ჩვენთვისაც. ასევე, ბრძოლა შავი ზღვის უსაფრთოხებისა და თავისუფლებისთვის, ევროპის დიდი ნაწილის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. ეს არის ის, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა