სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - - უკრაინას არაფერი უნდა გამორჩეს, არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც მოლაპარაკებებზე შეთანხმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას ურჩევს უკრაინას საქართველო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩვენ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთთან, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ელემენტები სრულად არ არის დაცული. მაგალითად, გამყოფ ხაზზე არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ამ მისიას უნდა შეეძლოს მოქმედება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით და რესურსით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც შეთანხმდება მოლაპარაკებებზე. არაფერი უნდა გამორჩეთ. არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის. გარანტიები უნდა იყოს ეფექტური. ადგილზე უნდა იყვნენ ძალები ამ გარანტიისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს