მედია - ხარკოვის ოლქის სოფელი ოლხოვკა თითქმის მთლიანად განადგურებულია

რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ოლხოვკა თითქმის მთლიანად გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 10 აპრილს პროცედურული ხელმძღვანელების ჯგუფი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ,სოფელ ოლხოვკაში ჩავიდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო დრომდე იყო ოკუპირებული.

„მათ ნახეს, რომ საცხოვრებელი კორპუსების, ფერმების, სამოქალაქო ავტომობილების, ადგილობრივი სკოლისა და მაღაზიების უმეტესობა დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია,“- აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო