გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა - რუსულმა ძალებმა ფოსფორის იარაღი შესაძლოა, მარიუპოლშიც გამოიყენოს

რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში ფოსფორის იარაღს იყენებდა და შესაძლოა, ეს მარიუპოლშიც გამოიყენოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე განმარტებით, მარიუპოლისთვის ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება, რაც ზრდის რუსეთის მხრიდან ფოსფორის იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.

„რუსი სამხედროების მხრიდან დაბომბვა გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რამდენიმე თავდასხმის მოგერიება, რის შედეგადაც განადგურდა რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო აღჭურვილობა.

ამასთან, რუსეთი აგრძელებს უმართავი ბომბების გამოყენებას, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას განისაზღვრონ ზუსტი სამიზნე, ეს კი ზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს