დმიტრო კულება - რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად

რუსეთმა იცის, რომ იარაღით მომარაგება უკრაინისთვის არსებითია და მთელი ძალის მობილიზებას ახდენს ამ პროცესისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ საინფორმაციო კამპანიას ამზადებს, რომელიც დეზინფორმაციული ხასიათის იქნება.

„მოსკოვი ამზადებს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება უცხოური მედიისა და პოლიტიკოსებისკენ. მათმა „ტროლების ქარხანამ" შეიძლება „სპამები" გაგზავნოს მეილებზე და გაავრცელოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ხასიათის კომენტარები. არ წამოეგოთ!“- განაცხადა კულებამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა